понедельник, 16 июля 2018 г.

კურსის რეფლექსია


პროექტებით სწავლება ისტის ინტეგრირებით
28 ივნისიდან 16ივლისის ჩათვლით/2018წელი გავიარეთ ტრენინგი ,,პროექტებით სწავლება ისტის ინტეგრირებით".გავეცანით პროექტების შექმნის მეთოდებს,შევქმენით ჩემი საქაღალდე ,რომლებშიც ჩავსვით საჭირო მონაცემები პროექტის შესაქმნელად,რომელსაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.გამოვცემთ სასკოლო გაზეთსა და ბუკლეტს,მოცემული პროექტის შესახებ.
ტრენინგი საკმაოდ პროდუქტიული და მრავლისმომცემი იყო.მადლობა ჩვენს ტრენერს ნათია ცინცაძეს,თავდაუზოგოვი შრომისთვის,გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის.

пятница, 13 июля 2018 г.

დღევანდელ ტრენინგზე გავიარეთ მე_6 და მე_7 მოდული:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილირაცია ტექნოლოგიებით.
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები.
ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა თვითრეგულირებად სწავლას.
განვიხილეთ როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა.
შევქმენით პრეზენტაციები,დოკუმენტები,ცხრილები და ვებრესურსები,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
დავგეგმეთ და განვიხილეთ  სასწავლო პროექტების განხორციელების იდეები.
შევქმენით მასალები.
მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას.
გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.
შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.

вторник, 10 июля 2018 г.

ტრენინგის მე_7 დღე

დღევანდელ ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ჩვენეული ვერსიები,განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები,დავხვეწეთ შეფასების გეგმები,შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისთვის.
გადავხედეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.
ჩავაშენეთ ჩვენი პრეზენტაცია ბლოგზე.
გავაკეთეთ დღევანდელი ტრენინგის რეფლექსია.

понедельник, 9 июля 2018 г.

დღევანდელ ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ, განვიხილეთ მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები, შევქმენით და შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები :პრეზენტაციები, პუბლიკაციები... პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები. გავაკეთეთ რეფლექსია

пятница, 6 июля 2018 г.

დღევანდელ ტრენინგზე პირველ რიგში ვსრულყავით გეგმები,გავაკეთეთ უკუკავშირი,ერთმანეთს გავუზიარეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის ფორმები.განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხი,განვიხილეთ საავტორო უფლებების გამოყენების წესები,შევქმენით ბიბლიოგრაფიები,გავეცანით ინტერნეტრესურსებს,რომელიც გამოგვადგება კვლევაში,კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.შევაფასეთ ინტერნეტრესურსები.გავაკეთეთ რეფლექსია.

вторник, 3 июля 2018 г.

ტრენინგის მე_4 დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიებს პროექტის დასაწყისში,მსვლელობისას და დასასრულის შემდეგ.ასევე შეფასების საშუალებებსა და ინსტრუმენტებზე.მოსწავლეების წინარე ცოდნის,საჭიროებების დადგენაზე.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.შევქმენით დიაგრამა:ვიცი,მინდა ვიცოდე ,ვისწავლე